სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება პედაგოგის
საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს. ამ მიმართულებით
განსაკუთრებული შრომა ე.წ. „არაპოპულარული“ საგნების პედაგოგებს გვიწევს გავწიოთ. ამის
მიზეზი გახლავთ ქვეყანაში არსებული დამოკიდებულება
ხელოვნებისა და კულტურისადმი და ჩვენ სასკოლო საზოგადოებაში არსებული არასწორი დამოკიდებულება სახვითი გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისადმი.
ჩემი აზრით ეს დიდი პრობლემაა, რომელსაც ღრმა სოციალური და ფსიქოლოგიური მიზეზები
გააჩნია. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება უარყოფით ასახვას პოვებს ჩვენი ბავშვების განათლებაზე, პიროვნული
თვისებების ჩამოყალიბებაზე, გემოვნებასა
და მოქალაქეობრივ თვითშგნებაზე.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შინაგანი მოტივაციის გააქტიურებაა,
რადგან მოტივაციის ამაღლება
ავტომატურად ზრდის სწავლების ეფექტს.
ამ მიმართულებით რამდენიმე წელი
აქტიურად ვიმუშავე. ბოლოს კი, იმ კლასებში, რომლებსაც რამდენიმე წელი ვასწავლიდი,
გადავწყვიტე შემემოწმებია თუ რა ტიპის მოტივაცია ჩამოუყალიბდათ
მოსწავლეებს-შინაგანი თუ გარეგანი?
ამის
შესამოწმებლად ჩავატარე კვლევა, რომლის მიზანი იყო ა) გამეგო რამდენად
მოტივირებული არიან ჩემი მოსწავლეები, როდესაც ხელოვნების გაკვეთილზე შემოდიან,
ჩამოყალიბდა თუ არა მათში შინაგანი მოტივაცია და ბ) სწორი მიმართულებით მიმყავს თუ არა ჩემი პედაგოგიური
საქმიანობა?
მოტივაციის ფსიქოლოგიურ- სოციალურ ხასიათზე რათქმაუნდა
ბევრი წამიკითხავს. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის საუკეთესო ისტრუმენტი
აღმოჩნდა ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული
ქალბატონ მარინე ჯაფარიძის სტატია „უკეთ გავაცნობიეროთ, რა მოტივით სწავლობენ მოსწავლეები ჩვენს საგანს“.
სტატიაში მოკლედ და საინტერესოდაა განხილული
საკლასო ოთახში მოტივაციის მნიშვნელობა. სტატია წარმოადგენს პირდაპირ ისტრუმენტს
კვლევის ჩასატარებლად.
სტატიაში
მოცემულია დებულებები, რომლებსაც მოსწავლე ან უნდა დაეთანხმოს, ან უარყოს
(გვერდით მიუწეროს „კი“ან „არა“). დათვლის შედეგად საშუალება გვეძლევა დავინახოთ
თითოეული მოსწავლისა და მთლიანად კლასის მოტივაციის ხარისხი. ამ შემთხვევაში
ჩემთვის საინტერესო იყო მთლიანი სურათი, მოგვიანებით ამ მეთოდით კი თითოეული
მოსწავლის მოტივის განსაზღვრა არის შესაძლებელი.
კვლევა ჩატარდა სასწავლო წლის დაწყებიდან
რამდენიმე კვირის შემდეგ VI, VII და VIII კლასებში. სამიზნე ჯგუფი შევარჩიე
შემდეგი პრინციპით: აღნიშნულ კლასებს მე უწყვეტად ვასწავლიდი სამი-ოთხი წლის
განმავლობაში.
მოსწავლეებს დაურიგდათ დებულებები, და თავიანთ
სამუშაო ფურცლებზე გააკეთეს აღნიშვნები. მოგვიანებით მოხდა მონაცემების დათვლა და
მათი ანალიზი. გამოკითხვა არ იყო ანონიმური, რადგან მე მაინტერესებდა გამეგო
კონკრეტული მოსწავლეების შეხედულებებიც, გამეკეთებინა ანალიზი და შესაბამისად
მემოქმედა მოგვიანებით.
მონეცემების დათვლის შემდეგ, შედეგის
თვალსაჩინოდ წარმოჩენისათვის გავაკეთე დიაგრამები:
შედეგმა
მიჩვენა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა შინაგანი მოტივაციით მოდის ჩემს გაკვეთილზე, რამაც
ძალიან გამახარა. თუმცა, მიღებული შედეგი არ მომეჩვენა დამაკმაყოფილებლად.
დაკვირვების
შედეგად გავაანალიზე: ვინ იყვნენ ის მოსწავლეები, რომელთაც „გარეგანი მოტივაცია“
დაუფიქსირდათ? აღმოჩნდა, რომ გარეგანი
მოტივაციის
წილი იმ მოსწავლეებზე მოდის, რომლებსაც
არ
იზიდავთ
თეორიული
სწავლება
და
უფრო
ხშირად
სურთ
პრაქტიკული
სამუშაოების
შესრულება.ამ
დამოკიდებულებას ეს ბავშვები ხმამაღლაც გამოხატავდნენ ჩემთან ურთიერთობისას. მაგალითად,
მეშვიდე კლასში გარეგანი მოტივაციის 29 %
პროცენტი, სწორედ ასეთ მოსწავლეებზე მოდის. ამ კლასში არიან ბავშვები, რომლებსაც
ურჩევნიათ ყოველ გაკვეთილზე პრაქტიკული სამუშაოები შეასრულონ.
ჩემი
შეხედულებით, მიზეზი არის ის, რომ მეშვიდე კლასის სახელმძღვანელო არ მოიცავს საკლსო
პრაქტიკული სამუშაოების საკმაო რაოდენობას.
თუმცა ეს
შედეგი ჩემთვის უფრო საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მე მივხვდი, რომ
მიუხედავად სახელმძღვანელოში მოცემული მასალისა, მასწავლებელმა უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი საჭიროებები, მათი ფსიქოლოგიური ტიპები,
მათი ინტერესები და სახელმძღვანელო უნდა მოარგოს კონკრეტული კლასის საჭიროებებს.
მან თავდ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოები, ან ასეთი
მოსწავლეებისათვის სხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს და სასწავლო პროცესი ყველა მოსწავლისათვის
საინტერესო გახადოს .
კვლევა
დამეხმარა გამეგო რამდენიმე წლიანი სწავლების შედეგად რა ტიპის მოტივაცია
ჩამოუყალიბდათ მოსწავლეებს ჩემი საგნის მიმართ და მე, როგორც მასწავლებელმა რა
მიმაღთულებით უნდა გავაგრძელო ჩემი პროფესიული განვითარება.
გამოყენებული
ლიტერატურა: ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ მარინე ჯაფარიძე- „უკეთ გავაცნობიეროთ, რა მოტივით სწავლობენ მოსწავლეები
ჩვენს საგანს“.
ონის
საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი:თეონა ჯაფარიძე
კვლევის კითხვარი:
ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ
დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით
მიუწერეთ თქვენი პასუხი - „კი" ან „არა".
წაიკითხეთ ყოველი
დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულების
ნომერს გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი „კი“ ან „არა“.
1.
საგნის
შესწავლა შესაძლებლობას მომცემს ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო,-გამოვავლინო ჩემი
უნარები
2.
საგანი
მაინტერესებს და მსურს რაც შეიძლება ბევრი
რამ ვიცოდე ამ სფეროში
3.
მოცემულ
საგანში ჩემთვის სრულიად საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ
4.
დავალებები
არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ რომ გვავალებთ
5.
სწავლის პროცესში გამოვლენილი სირთულეები კიდევ უფრო
მიმზიდველს ხდის საგანს ჩემთვის
6.
მოცემულ საგანში, სახელმძღვანელოს გარდა, დამატებით ლიტერატურასაც
ვკითხულობ
7.
ვთვლი
რომ სრულიად შესაძლებელია საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო
8.
თუ
რაიმეს ვერ გავიგებ, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას
9.
ხშირად მაქვს განწყობა- საერთოდ არ მინდა ამ საგნის
სწავლა
10.
აქტიურად
ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ თუ მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს
11.
საგანში
შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაძე, სახლში)
თანაკლასელებთან , მეგობრებთან
12.
ვცდილობ
დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან
13.
შესაძლებლობა
თუ მექნა ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას
14.
ვთვლი
რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და შეძლებისდაგვარად უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე
15.
ამ
საგანში ჩემთვის მთავარია ნიშანი და არა ცოდნა
16.
ამ
საგანში გაკვეთილის უცოდინარობას არ განვიცდი
17.
თავისუფალ
დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება
18.
ძლივს
ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას
ვწვალობ
19.
თუ
გაკვეთილი გამოცდა ავადმყოფობის (ან რაიმე სხვა მიზეზის გამო),ძალიანაც ვწუხვარ
20.
შესაძლებელი
რომ იყოს ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან)
No comments:
Post a Comment