ინტელის ტრენინგები

ინტელის ტრენინგების პორტფოლიო



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თეონა ჯაფარიძე
რაიონი
ონი
სკოლა
ონის საჯარო სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება „უჩა ჯაფარიძე“

თემის შინაარსი:
მოსწავლეები იკვლევენ ქართველი მხატვრის , უჩა ჯაფარიძის ცხოვრებას ; სწავლობენ მის  შემოქმედებას; სტუმრობენ მის სახლ-მუზეუმს ქალაქ თბილისში; სტუმრობენ მის სახლს სოფელ ღარში,
 შეისწავლიან მის მდგომარეობას, სკოლისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე  აწყობენ  საღამოს მხატვრის ცხოვრების, შემოქმედებისა შესახებ; ქმნიან ვებ გვერდს; გამოყოფენ პობლემას მხატვრის სახლის მდგომარეობის შესახებ და მიმართავენ ინიციატივით ქალაქის მუნიციპალიტეტს, შეკეთდეს მხატვრის სახლი და დაარსდეს მისი სახლ-მუზეუმი; კლასი სთავაზობს მუნიციპალიტეტს აქტიურ თანამშრომლობას;  პროექტის შეჯამება, შეფასება;


საგანი-
ხელოვნება
დონე/კლასი  
საბაზო, IX კლასი, 13-14 წელი; სსმპ მოსწავლე. რუსულენოვანი მოსწავლეები;
განხორციელების დროის ჩარჩო
-ერთი თვე (სექტემბერ-ოქტომბერი)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ს.გ.IX.8.  მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
·           აგროვებს ინფორმაციას კულტურის რომელიმე წარმომადგენლის მოღვაწეობაზე და მოძიებულ მასალაზე დაყრნობით ადგენს სახლ-მუზეუმის პროექტს;


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები:
  • ფაქტობრივი ცოდნის მიღება;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და პრეზენტაციის უნარების განვითარება;
  • ხელოვნების ნიმუშზე საუბრის, ანალიზის და შეფასების უნარის განვითარება;
  • ისტ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარების განვითარება;
  • ხელოვნების და ხელოვანთა როლის განსაზღვრა თემის კულტურული განვითარების საქმეში;
  • სამოქალაქო კულტურისა და  აზროვნების ამაღლება;


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ ხასითზე ხართ?
საჯვარეობაზე იყავით?
რა იყო იქ საინტერესო?

თემატური კითხვები
მხატვარი რომ ყოფილიყავით, რომელ სიუჟეტს აირჩევდით? რა მასალით დახატავდით? ვის აჩვენებდით?
ხომ არ იცით რომელი ცნობილი მხატვარია წარმოშობით სოფელ ღარიდან?

შინაარსობრივი კითხვები
რომელ ცნობილ ქართველ მხატვრებს იცნობთ?
თქვენი აზრით რა თემაზე შეიძლება ეხატა უჩა ჯაფარიძეს? თქვენი აზრით რატომ გახდა იგი ასეთი ცნობილი? რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









კითხვა -პასუხი

დაკვირვება
წერილობითი კომენტარი
პორტფოლიო;
მოსწავლეთა პრეზენტაცია;
რეფერატი;
ბლოგ

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
  • პროექტის დაწყებამდე მიმართულების მიმცემი კითხვების საშუალებით შევაფასებ თუ რა ცოდნა გააჩნიათ მოსწავლეებს უჩა ჯაფარიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისშესახებ; რა ინტერესბი და სურვილები ამოძრავებთ;
  • პროექტის მიმდინარეობისას ზუსტად განვუსაზრვრავ მოსწავეებს შესასრულებელი საქმინობების ტიპებს. ვეხმარები სწორად და შესაძლებლობების მიხედვით გადაინაწილონ ფუნქციები.
  • ბავშვები ნიშნავენ ჯგუფის ლიდერებს .
  • ვაკეთებ პერიოდულ დაკვირვებას, თუ  როგორ ასრულებს თითოეული ჯგუფი  დავალებას,რამდენად იცავენ  ვადებს და ა.შ.
  • დროდადრო ვაკეთებ განმავითარებელ შეფასებებს  და ვათავსებ მოსწავლის პორთფოლიოში;
  • მოსწავლეები წერენ რეფერატებს მხატვირს შემოქმედების ნიმუშების მიხედვით;
  • ერთობლივი ძალებით ვცდილობთ მოვიპოვოთ დაფინასება  ტრანსპორტირებისათვის. ტრანსპორტირების უზრუნველყოფას მასწავლებელი ახორციელებს მშობლებთან ერთად;
  • თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, შუალედურ შეხვედრაზე შევაფასებთ ექსკურსიის შთაბეჭდილებებს. ვგეგმავთ მომავალ გასვლას სოფელ ღარში. ვამზადებთ ვიდეო და აუდიო ტექნიკას.
  • შემდეგ შეხვედრაზე ვაჯამებთ ვიზიტს; გადავხედავთ მასალებს, რომლებიც ბლოგზე უნდა აიტვირთოს და მოსწავლეები იწყებენ ბლოგის შექმნას;დასრულების შემდეგ ერთობლივი  საქმიანობით ვაწყობთ პროექტის პრეზენტაციას სკოლაში. მოვიწვევთ სკოლის დირექციას, მუნიციპალიტეტის  და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ასევე სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებს; გავმართვთ აპარატურას საკონფერენციო დარბაზში და წარვადგენთ პროექტს. მოვუსმენთ მოწვეულ სტუმრებს, მივიღებთ შენიშვნებსა და წინადადებებს. ასევე მივმართვთ ინიციატივით მინიციპალიტეტს მხატვრის სახლის შეკეთებასთან და შემდეგ იქ სახლ-მუზეუმის დაარსების შესახებ;
  • პროექტის ბოლოს ვაფასებ პორთფოლიოში მოცემულ ინფორმაციას; წარმოდგენილ პრეზენტაცით ფასდება პროექტის მიმდინარეობა და შდეგი;ბლოგით ფასდება მოსწავლეთა მიერ მასალაზე მუშაობის უნარები, მათი დახარისხების და ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარები. რეფერატებით ფასდება  შემოქმედებითობა და ანალიტიკური  აზროვნება საჭირო ტერმინოლოგიის ფლობა და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარი, შეფასებისა და ანალიზის უნარი;

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
  • მოსწავლეები  საშუალო დონეზე ფლობენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და პრეზენტაციის უნარებს;
  • შეუძლიათ რეფერატის წერა;
  • იციან ბლოგისა და პრეზენტაციის  შექმნა;


სასწავლო პროცედურები
  • ფუნქციების დანაწილება-მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილის გაინაწილებენ ფუნქციებს;
  • მასალის მოძიება და დამუშავება-ბიბლიოთეკებში, ინტერნეტსა და მუზეუმში დაცული მასალების მოპოვების შემდეგ, მოსწავლეები დაამუშავებენ ინფორმაციებს, გამოყოფენ მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების ეტაპებს, დაამუშავებენ სტატიებს მხატვრის შემოქმედების შესახებ;
  • ექსკურსიის ორგანიზება-სკოლის, მშობელბისა და მოსწავლეების თანხმობით მოსწავლეები გაემგზავრებიან ქალაქ თბილისში და მოინახულებენ მხატვრის სახლ -მუზეუმს;
  • ვიზიტი მხატვრის სახლში-ქალაქში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები მოინახულებენ მხატვრის მშობლიურ სახლს სოფელ ღარში, შეისწავლიან მის მდგომარეობას, გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეო კადრებს სხალის მდგომარეობისშესახებ;
  • ბლოგის შექმნის ორგანიზება-მოპოვებული ვიდეო და  ფოტო, ასევე ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ორი მოსწავლე, რომელთაგან ერთ-ერთი სსმპ მოსწავლეა, შექმნიან ბლოგს;
  • პრეზენტაციის მომზადება-მოსწავლეთა ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ;
  • პრეზენტაციის მოწყობა-ხელოვნების კაბინეტში გაიმართება შესაბამისი ტექნიკა, მოწვეულ იქნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სკოლის  დირექცია , პედაგოგები.  მოსწავლეები წარადგენენ პროექტს;
  • მუნიციპალიტეტში ინიციატივის წარდგენა-განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლე დაწერს წერილს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, სადაც დასმული იქნება საკითხი მხატვრის სახლის შეკეთების და შემდგომში სხლ-მუზეუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ;
















დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროებისმოსწავლე ფლობს ისტ ტექნოლოგიებს.პროექტის განხირციელებისას მას დაევალა ბლოგის შექმნა ტექნიკური უზრუნველყოფა;


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეები მოიძიებენ მათ მშობლიურ ენაზე არსებულმასალას უჩა ჯაფარიძეზე, მოამზადებენ პუბლიკაციას ბლოგისათვის;


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შექმნიან რეფერატებს მხატვრის სურათების მიხედვით,
  • ზედამხედველობას გაუწევენ სხვა მოსწავლეთა მუშაობას;
  • სრულყოფეენ პრეზენტაციისა და ბლოზე წარმოსადგენ მასალებს;
  • დაწერენ ტექსტს მუნიციპალიტეტში წარსადგენად;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
უჩა ჯაფარიძის ალბომები, ინტერნეტ მასალა, ვიდეო და ფოტო
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
ვიზიტები-გამგზავრება თბილიში, სოფელ ღარში;
მოწვეული სტუმრები-მუნიცპალიტეტის და რესურსცენტრის და მუზეუმის  წარმომადგენლები;




რეფლექსია



პირვე დღე
დღეს პირველი დღე იყო ჩვენი ტრენინგისა. ტრენერმა, ბატონმა გიზო მუშკუდიანმა გაგვაცნო თავი და ტრენინგის სახელწოდება „ინტელის  ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება“. ასევე გვეცანით კურსის მიზნებს : ისტ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით სასწავლო პროცესის გაუ,ჯობესება. მივირეთ სამუშაო მასალები ე.წ. portfolio და viuer. დავიყავით ჯგუფებად და მოვიფიქრეთ სავარაუდო სახელწოდებები მომავალი პროექტებისათვის. ეკრანზე ვნახეთ პროექტის შაბლონი და შევეცადეთ რამოდენიმე სექტორი შეგვევსო.
საშინაო დავალება: შეძლებისდაგვარად ვიმუშაოთ პროექტის შაბლონზე;


მეორე დღე
განვიხილეთ საშინაო დავალება, მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანით viuer-ს რესურსებს; ტრენერი გვესუბრა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
დავალება : შევავსოთ ბროშურის და გაზეთის შაბლონები;


მესამე დღე

განვიხილეთ დავალებები.
Google drive-ზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტები და გავუზიარეთ ერთმანეთს.


 მეოთხე დღე
განცვიხილეთ პროექტის ერთ-ერთი ვარიანტი და შევჩერდით შეფასების ხერხებზე. ტრენერმა ისაუბრა საავტორო უფლებებზე და დაგვავალა ბიბლიოგრაფიისა და
ვისაუბრეთ სურათების, ვიდეოებისა და ფოტოების საქაღალდეზე.


მეექვსე დღე
ვიმუშავეთ წყვილებში, შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები კონსტრუქციული უკუკავშირის მიხედვით. გამოვიყენეთ სტრატეგია 3-2-1.
გავუცვალეთ ერთმანეთს ინფორმაცია, განვიხილეთ ინფორმაციის გაცვლის საშუალებები: სმს, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ჩეთი,ფორუმი. ვისაუბრეთ ინფორმაციის სანდოობაზე. მივიღეთ საშინაო დავალება-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.


მერვე დღე
გადავხედეთ განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეთა ფუნქციებს; განვიხილეთ პორტფოლიოები. შევასწორეთ. გავიზიარეთ გამოცდილება, დავეხმარეთ ერთმანეთს პროცედურუკ საკითხებზე. ვისაუბრეთ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლზე. განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები (სხვადასხვა აქტივიბობები);


მეცხრე დღე


დღევანდელი დღე საინტერესო და სასიამოვნოა. საბოლოო სახე მივეცით ბლოგებს. დავეხმარეთ ერთმანეთს ბლოგის სრულყოფაში. სასიამოვნო განწყობილებით დავტოვეთ  ტრენინგი.განვიხილეთ ყველას პრეზენტაცია დადებით და უარყოფით კონტექსტში;








ქალაქი ონი





ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
სტუმრად სოფელ ღარში, ბატონ უჩასთან






პატარა უჩა




დიდი უჩა ჯაფარიძე





კედელი მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია უჩა ჯაფარიძის ნამუსევრები






სახლმუზეუმის კუთხე ქალაქ თბილისში


თბილისობაზე გაცოცხლებული გმირები უჩას შემოქმედებიდან





უჩა ჯაფარიზის დახვედრა ქალაქ ონის შესასვლელთან და გაცოცხლებული პერსონაჟები










"გაცოცხლებული" გმირები


დიდი მხატვრის დასახვედრად მთელი ქალაქი გამოემართა




სიმბოლური სუფრა სტუმრებისათვის








მისასალმებელი ბანერი ქალაქის შესასვლელში


ცხენოსნები ეგებებიან  მხატვარს




უჩა და ბავშვები


მხატვარი ავტომობილიდან ესალმება თანამოქალაქეებს


აკაკი ხორავა
უჩა ჯაფარიძე ხატავს გიგა ჯაფარიძეს (საქართველოს სახალხო არტისტს)
უჩა, გიგა და შალვა ჯაფარიძეები


გიგა ჯაფარიძე-ავტორი უჩა ჯაფარიძე



video-უჩა ჯაფარიძის საიუბილეო დღეები და დახვედრა ქალაქ ონის შესასვლელში



video-უჩა ჯაფარიძის სახლი სოფელ ღარში და სტუმრად მხატვართან



მხატვრის სახლის და მისი მდგომარეობის მოსანახულებლად





























No comments:

Post a Comment