"ჩემი ქალაქის მხატვრები"
პროექტის რეფლექსია
პროექტი „ჩემი ქალაქის მხატვრები“ eTwinning ფარგლებში ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტია. ამ
პროექტზე მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა სხვა უცხოელი პედაგოგების მიერ ინიცირებულ პროექტებში
მონაწილეობის ორწლიანი პრაქტიკა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. გადავწყვიტე განმეხორციელებინა საკუთარი პროექტი,
რომელიც მიმართული იქნებოდა მულტიკულტურული ცნობიერების ამაღლებისაკენ. რათქმაუნდა
გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და eTwinning პორტალზე შევარჩიე უცხოელი პარტნიორები. მიზნის მისაღწევად
შევეცადე მეპოვნა ევროპელიდა აზიელი პედაგოგები.
მართლაც, საბოლოოდ პროეტში ჩაერთნენ გერმანელი, თურქი და უკრაინელი პედაგოგები
და ბავშვები. მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ
შეიქმნა პროეტის გეგმა წინასწარ განსაზღვრული და ვადებში გაწერილი აქტივობებით;
პროექტი მიმდინარეობა
დადბით, კონსტრუქციულ თანამშრომლობით გარემოში.
პროექტის დასრულებისას გამოიკვეთა შედეგები, რომლის მიხედვითაც:
·
გამოკითხული მოსწავლეებისა და მასწავლებლების 100 % თვლის რომ პროექქტით განსაზღვრული მიზნები მიღწეულია;
• პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა გეგმით განსაზაღვრული აქტივობების 99 % . ვერ განხორციელდა მხოლოდ ერთი, ქართველი და გემანელი მოსწავლეების შეხვედრა. 2016-17 სასწავლო წელს ონის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვერანაირად ვერ მოხერხდა გერმანელ თანატოლებთან დროში თანხვედრა. მომავალ პროექტებში ეს ხარვეზი თავისთავად გამოსწორდება.
• მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს ონლაინ ჩართვების დროს. ეს პროცესი მათთვის უცხო, ახალი და საინტერესო იყო. მათ მაქსიმალურად წარმოაჩინეს უცხო ენაზე საუბრის უნარები, რამაც მეტად გაახარათ და ხშირად ითხოვდნენ შეხვედრას უცხოელ თანატოლებთან;
• პროექტმა მოსწავლეებს მისცა უცხო ქვეყნის თანატოლებთან გახსნილი და თანამშრომლობითი ურთიერთობების შესაძლებლობა და გამოცდილება; მოსწავლეებმა გაიცნეს ოთხი ქვეყნის ყველაზე საინტერესო შემოქმედები; გაიაზრეს და გაითავისეს უცხო კულტურების გავლენა ხელოვანთა შემოქმედებაზე; ისწავლეს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელთა შემოქმედების წარდგენა; განივითარეს ისტ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის და ციფრული რესურსებისა და ისტრუმენტების გამოყენების უნარები. ისწავლეს რა არის კიბერუსაფრთხოება და მედიაწიგნიერება; როგორ გავიგოთ სანდოა თუ არა წყარო და ა.შ. განუვითარდათ შემოქმედებითი უნარები;
• პროექტის მიმდინარეობისას მოხდა მცირედი ცვლილებები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა დღესასწაულებს. ხშირად ხდებოდა შემოქმედებითი იმპროვიზაციები; დროდადრო, ტრენინგების გავლის შემდეგ, პედაგოგები ერთმანეთს ვთავაზობდით ახალ-ახალ ციფრულ ისტრუმენტებს;
• მომავალში მოსწავლეთა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე აქტივობის არსასწავლო დღეებში განხორციელება და ამით მოსწავლეთა აქტიური დასვენების უზრუნველყოფა.
No comments:
Post a Comment